2025 წელს გერმანიიდან დეპორტირებულთა შორის პირველ ადგილს საქართველოს მოქალაქეები იკავებენ. საინფორმაციო სააგენტო dpa-ს მიერ გავრცელებული სტატისტიკით, 2025 წელს გერმანიიდან საქართველოს 671 მოქალაქე გააძევეს.
სტატისტიკის მიხედვით, მეორე ადგილს 661 დეპორტაციის შემთხვევით ალბანეთის მოქალაქები იკვებენ, ხოლო მესამეს თურქეთის - 618 შემთხვევით.
სტატისტიკური მონაცემები dpa-მ გერმანიის მთავრობის მიერ ბუნდესტაგში მემარცხენე საპარლამენტო ფრაქციის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.
Deutsche Welle აღნიშნავს, რომ შარშან 2024 წელთან შედარებით გერმანიიდან დეპორტირებულების რაოდენობა შემცირდა - 2024 წელს გერმანიიდან 9 277 უცხოელი იქნა დეპორტირებული, ხოლო 2025-ში 8 232.





