ევროკავშირი

სერბეთს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

ევროკავშირმა სერბეთს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. ამ სტატუსს სერბეთი გასული წლის დეკემბერში ელოდა, ევროკავშირმა კი გადაწყვეტილების მიღება გადადო. უნდა აღინიშნოს, რომ ამჯერად, სერბეთისთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას წინ უძღოდა სერბეთსა და კოსოვოს შორის შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ,  სერბეთმა უკან წაიღო საკუთარი პრეტენზია რეგიონალურ ფორუმებში კოსოვოს დამოუკიდებლად მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სერბეთისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა ურთიერთობების გაუმჯობესება კოსოვოსთან, რომელმაც სერბეთისგან დამოუკიდებლობა ცალმხრიბვად გამოაცხადა 2008 წელს. სერბეთი უარს ამბობს აღიაროს კოსოვოს დამოუკიდებლობა.

 

კომენტარები