მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას, მოძრაობის განტვირთვის მიზნით, მარჯვენა სანაპიროზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.
კოსტავას ქუჩისა და გმირთა მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობასთან დაკავშირებით, 3 მარტიდან ფილარმონიის მხრიდან კოსტავას ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება. მოძრაობა დაიკეტება თამარაშვილის ქუჩიდან გმირთა მოედნის მიმართულებით არსებულ მაგისტრალზეც. აღნიშნული სამუშაოები 2012 წლის შემოდგომაზე დასრულდება. ფილარმონიის მხრიდან გმირთა მოედნისკენ შუქნიშანი გაუქმდება, ამიტომ სატრანსპორტო ნაკადი ახალი ესტაკადით უწყვეტ რეჟიმში იმოძრავებს.




