ქართული ფეხბურთი

საქართველო-ალბანეთი 2:1

 საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2012 წლის სეზონი გამარჯვებით გახსნა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ამხანაგურ მატჩში მან  ალბანეთის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი ტაიმი ალბანელების გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.  საქართველოს ნაკრებმა გოლები მეორე ტაიმში გაიტანა.  ქართველმა ნახევარმცველმა ალექსანდრე კობახიძემ ანგარიშის გათანაბრება  ტაიმის დასაწყისშივე შეძლო, ხო­ლო მე­ო­რე ბურ­თი ალ­ბა­ნე­ლე­ბის კარ­ში მატ­ჩის მი­წუ­რულს და­ნიშ­ნულ პე­ნალტს მოჰ­ყვა – თარგამაძეს მეკარემ აუღო, დამატებაზე კი თავი ამისულაშვილმა გამოიჩინა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეხვედრას ათასობით გულშემატკივრი ესწრებოდა.  ცნობილია, რომ  საქართველოს ნაკრები უახლოეს პერიოდში გეგმავს კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრას თურქეთისა და ლუქსემბურგის ნაკრებებთან.

კომენტარები