საფრანგეთი

სომეხთა გენოციდის უარყოფის კრიმინალიზაცია არაკონსტიტუციურად სცნეს

საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ არაკონსტიტუციურად სცნო კანონი, რომელმაც დანაშაულად გამოაცხადა მე-20-ე საუკუნის დასაწყისში სომეხთა გენოციდის უარყოფა. საკონსტიტუციო საბჭომ მიიჩნია, რომ ის გამოხატვისა და კომუნიკაციის თავისუფლების პრინციპს არღვევს.

აღნიშნულ გადაწყვეტილება თურქეთმა დადებითად შეაფასა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთის მთავრობა პოზიციას შეიცვლის და პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას. აღინიშნა, რომ  ამ შემთხვევაში ოფიციალური თურქეთი მხარეებს შორის ბოლო დროს შეფერხებული ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო კავშირების განახლებაზე დაიწყებს ზრუნვას. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ კი საკონსტიტუციო საბჭოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, საკუთარ მთავრობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონმდებლობის ახალი ტექსტის შემუშავება დაავალა.

როგორც ცნობილია, საფრანგეთის სენატმა დეკემბერში მიღებული კანონით  სომეხთა გენოციდის უარყოფა დანაშაულად გამოაცხადა. დარღვევის შემთხვევაში საფრანგეთის მოქალაქეს ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 45 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა დაემუქრება.

 

 

კომენტარები