მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: საღამოს შეხვედრამდე ტელე-ეკრანებთან ან facebook-ზე

დაინტერესებულ პირებს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი  გამოსვლის თვალ-ყურის დევნება  facebook-ზე,  ლაივსტრიმის არხითაც  შეეძლებათ.  ამას გარდა გამოსვლას და შემდეგ პოლიტიკურ დებატებს  პირდაპირ ეთერში  გადასცემს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ  გაავრცელა პრეზიდენტის ვიდეომიმართვა, მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მის ყოველწლიურ საანგარიშო მოხსენებაში  არის ბევრი საინტერესო ფაქტი და პროგნოზი, რომ  ამ  მოხსენებაზე ბოლო დღეებში  ინტენსიურად იმუშავა მთავრობის მთელს შემადგენლობასთან ერთად და დასძენს: ”  თუ გაქვთ დრო შეგიძლიათ 8 საათზე ჩართოთ ტელევიზორი და ან facebook-ზე ნახოთ იგივე ანგარიში.” 

კომენტარები