პრეზიდენტი

სააკაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში   ყოველწიური  მოხსენებით  ხვალ, 28 თებერვალს  წარსდგება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს აცნობა, რომ პრეზიდენტი თავის გამოსვლაში განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ამოცანზე . მისივე ინფორმაციით, სააკაშვილი ისაუბრებს კონკრეტულ გეგმებზე , თუ როგორ და რა სფეროებში უნდა მოხდეს სამუშაო ადგილების შექმნა.

მიხეილ სააკაშვილი  პარლამენტს ყოველწიური მოხსენებით  20 საათზე მიმართავს, რის შემდეგაც პოლიტიკური დებატები გაიმართება. პრეზიდენტის გამოსვლისა და პოლიტიკური დებატების პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს. პარლამენტის ინფორმაციით, პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისთვის უმრავლესობასა და უმცირესობას, თითოეულს 45 წუთი მიეცემა, ფრაქციას-15 წუთი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 10 წუთი, ხოლო პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში – 5 წუთი.

 ერთი წლის წინ, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის განვითარების ამოცანაზე, აღნიშნა ,რომ სოფლის მეურნეობის სექტორში ძნელად ინერგება ახალი ტექნოლოგიები, ხაზი გაუსვა გადამამუშავებელი საწარმოების გახსნის კუთხით არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობასაც და განაცხადა, რომ სახელმწიფო, ბიზნესთან პარტნიორობით, უფრო აქტიურად ჩაერთვებოდა სოფლის მეურნეობის განვითარებაში.

 შარშან, პრეზიდენტმა ასევე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილა უმუშევრობაზე. ამ პრობლემას მან განვითარებისთვის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი უწოდა და ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი , მათ შორის პირველ რიგში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის გათვალისწინებით.

 

კომენტარები