თურქეთი

ვატიკანი თურქეთის მფლობელობაში მყოფი სახარების შესწავლას ითხოვს

უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში, თურქეთის ხელისუფლების მფლობელობაშია მრავალსაუკუნოვანი სახარება, რომელიც სირიული ენის არამეულ დიალექტზეა დაწერილი. სახარება იესო ქრისტეს ამქვეყნიური სწავლების შესახებ აპოკრიფულ ტექსტს უნდა წარმოადგენდეს.Hurriyet Daily News-ის ცნობით ვატიკანმა გამოთქვა სურვილი 1500 წლოვანი ბიბლიის შესასწავლად. თურქული წყაროები წერენ, რომ წიგნი ოქროს ასოებით ცხოველის ტყავზეა დაწერილი. მათივე ცნობით, რამდენიმე წლის წინ თურქულმა სახელმწიფომ ხმელთაშუაზღვისპირა ზონაში ჩაატარა ოპერაცია, სადაც ბიბლია ანტიკვარიატის კონტრაბანდისტებს გამოსტაცა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, სახარება აპოკრიფულია და წარმოადგენს ბარნაბას სახარების კოპიას, რომელშიც მუსლიმთა ნაწილის მტკიცებით, ქრისტემ მუჰამედის მოსვლა იწინასწარმეტყველა. წიგნის ქსეროასლიც კი შეიძლება მილიონობით თურქული ლირა ღირდეს.

კომენტარები