სირია

რეფერენდუმი ახალი კონსტიტუციის თაობაზე

სირიის ხელისუფლება, ქვეყანაში არეულობის მიუხედავად, ახალი კონსტიტუციის მისაღებად დღეს რეფერენდუმს ატარებს. ოპოზიციამ ხმის მეცემაზე უარი განაცხადა. მართალია დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, დასრულდება ერთპარტიული მმართველობა. თუმცა, რეჟიმის მოწინააღმდეგეებს ქვეყანაში სტაბილურობის დასამყარებლად ეს საკმარისად არ მიაჩნიათ. ისინი პრეზიდენტ, ბაშარ ასადის გადადგომას მოითხოვენ. ასევე აცხადებენ, რომ რეჟიმი არც ძველ კონსტიტუციას სცემდა პატივს და აღნიშნულ ინიციატივას ,,ფარსს“ უწოდებენ.

Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დამასკოს ერთ-ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მოსახლეობი აქტივობა მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა. კენჭისყრა დილის შვიდ საათზე დაიწყო და საარჩევნო უბნები 12 საათის განმავლობაში ღია იქნება.

ასადის მთავრობის მიერ რეფერენდუმის დანიშვნა აშშ-ისთან ერთად მრავალმა ქვეყანამ გააკრიტიკა. პარალელურად საერთაშორისო საზოგადოება დამასკოზე ზეწოლას ზრდის. 24 თებერვალს ,,სირიის მეგობრების“ ჯგუფის შეხვედრა გაიმართა ტუნისში. 70 ქვეყნის წარმომადგენელმა მთავრობისგან ძალადობის დაუყოვნებელი შეჩერება და ჰუმანიტარული დახმარების დაშვება მოითხოვა.

სირიაში 11-თვიან არეულობას უკვე 7 ათასამდე ადამიანი შეეწირა.

 

კომენტარები