განათლების სამინისტრო

მოხალისე პედაგოგების მორიგი ჯგუფი საქართველოში

პროგრამის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში,   თბილისში უცხოელი პედაგოგების მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა. მოხალისეები არიან დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ავსტრალიიდან.

ტრადიციული ტრენინგის გავლის შემდეგ მოხალისე პედაგოგთა ახალი ჯგუფი აჭარის, გურიის, იმერეთის, კახეთისა და სამეგრელოს საჯარო სკოლებში გადანაწილდება. პროექტის ფარგლებში ჩამოსულ უცხოელ მასწავლებლებს აქვთ საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება და დიდი სურვილი, ჩაერთონ ანალოგიურ ქართულ პროექტში.

პროექტი ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ უკვე მეორე წელია წარმატებით ხორციელდება. მის ფარგლებში, ინგლისურენოვანი მოხალისე პედაგოგები ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად მთელი საქართველოს მასშტაბით მოსწავლეებს ინგლისურს გაძლიერებულად ასწავლიან.

 

კომენტარები