განათლების სამინისტრო

საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

დღეიდან საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. გასულ წლის მსგავსად, მიმდინარე წელსაც რეგისტრაციის გავლა მხოლოდ ელექტრონულადაა შესაძლებელი სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - www.tpdc.ge. ელექტრონული რეგისტრაცია 9 მარტის ჩათვლით გასტანს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება უმაღლესი განათლების მქონე ნებისმიერ პირს შეუძლია. გამოცდა 2012 წლის აპრილში ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე დირექტორობის მსურველი გაივლის ინდივიდუალურ ტესტირებას სპეციალური კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. მეორე ეტაპის ფარგლებში, გასაუბრებაზე ის პირები დაიშვებიან, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტესტირებას.

 

კომენტარები