ბიძინა ივანიშვილი

ქართული ოცნების პრეს-სპიკერი მაია ფანჯიკიძე გახდა

ბიძინა ივანიშვილი დღეს მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნების” პრეს-სპიკერად მაია ფანჯიკიძე წარუდგინა. აქამდე , ფანჯიკიძე ”ქართული ოცნების” თემატური ჯგუფების კოორდინატორი იყო, მანამდე, კი საქართველოს ელჩი ნიდერლანდებში.

რაც შეეხება  ირაკლი ტრიპოლსკის,  შეხვედრაზე  აღნიშნა, რომ ის დარჩება  ივანიშვილის  პრეს-მდივნად. ” ქართული ოცნების” პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ  აპირებს ორშაბათობით გამართოს ბრიფინგები და შეაჯამოს კვირის პოლიტიკური მოვლენები.  

 

კომენტარები