საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი იმყოფებოდა ბელარუსიაში, სადაც შეხვდა ამ ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს ვალერი ვაკულჩიკს. ხელი მოეწერა ორმხრივ შეთანხმებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინსკში, ვანო მერაბიშვილთან გამართულ შეხვედრებზე, გამოხატეს განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებში განხორციელებული რეფორმებისადმი .




