აშშ-საქართველოს ურთიერთობები

იაკობაშვილი თავდაცის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის თემურ იაკობაშვილის განცხადებით, თავდაცვის სფეროში აშშ- საქართველოს თანამშრომლობა არ უნდა დავიყვანოთ კონკრეტულად იარაღის  თემამდე . ” ჩვენ ვლაპარკობთ გაცილებით მეტზე, ვიდრე ეს შეიძლება იყოს იარაღის მოყიდვა ან მოწოდება.”- აღნიშნა თემურ იაკობაშვილმა.

ტელეკომპანია ПИК - ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ელჩმა უპასუხა შეკითხვას - აშშ- სა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრაზე იყო თუ არა საუბარი საქართველოსთვის ამერიკული იარაღის შესაძლო მიწოდებაზე?

თემურ იაკობაშვილმა საპასუხოდ განმარტა, რომ  პრეზიდენტების შეხვედრებზე მსგავს დეტალებზე არ საუბრობენ.

” ასეთი დონის შეხვედრებზე იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე მიღებულია. ”- აღნიშნა აშშ-ში საქართველოს ელჩმა და დასძინა, რომ ამ სფეროში თანამშრომლობა ზოგადად შეიძლება გამოიხატოს არა მხოლოდ იარაღის მოწოდებაში, არამედ შესაბამისი ცოდნის  გაზიარებაში, კადრების მომზადებაში.. ტრეინინგების ჩატარებაში და ასე შემდეგ. ” არ შეიძლება თანამშრომლობა დავიყვანოთ კონკრეტულად იარაღის თემამდე , ჩვენ ვლაპარაკობთ გაცილებით მეტზე.”- თქვა მან.

გუშინ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანატოლი ანტონოვმა , მიხეილ სააკაშვილის და ბარაკ ობამას შეხვედრაზე მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების კომენტირებისას თქვა, რომ რუსეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია ”სააკაშვილის რეჟიმის შეიარაღება”. რუსმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ეს კავკასიაში დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

თემურ იაკობაშვილმა სატელევიზო ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს მხარე ელოდა მოსკოვის მსგავს რეაქციას და დასძინა, რომ კავკასიაში დესტაბილიზაციის საფრთხეს რუსეთი ქმნის თავისი პოლიტიკით.

აშშ-ს მზადყოფნა დაეხმაროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში 30 ინვარს, აშშ-ს და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრაზე დადასტურდა. პრეზიდენტების შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე კი გუშინ  ერთმანეთს საქართველოს თავდაცვის მინისტრი და აშშ-ს თავდაცვის მდივანი შეხვდნენ.

 

კომენტარები