საქართველოს რკინიგზა დღეიდან ცენტრალურ მაგისტრალზე დაჩქარებული სისწრაფით იწყებს მოძრაობას. რკინიგზის ისტორიაში პირველად სამგზავრო მატარებლის სიჩქარე 120 კილომეტრ საათი იქნება და თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის ხანგრძლივობა 25 წუთით - 5 საათი და 40 წუთიდან 5 საათსა და 15 წუთამდე შემცირდება. რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის - სწრაფი რკინიგზა - განხორციელების შედეგად, რკინიგზის მენეჯმენტი მაქსიმალური უსაფრთხოების მიღწევას, გამტარუნარიანობის გაზრდასა და თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროის 3 საათამდე შემცირებას ვარაუდობს. პროექტის ფარგლებში მოხდება არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სრული მოდერნიზაცია.
რკინიგზის დაკვეთით პირველად სამშენებლო პროექტს ფრანგულ-ქართული კონსორციუმი, საფრანგეთის ნაციონალური რკინიგზის შვილობილი კომპანიის SYSTRA ასრულებს. პროექტი მთლიანობაში 2013 წელს დასრულდება.




