ჰაიტი

ჰაიტი პატივს მიაგებს მიწისძვრით დაღუპულებს

ჰაიტის პრეზიდენტმა პატივი მიაგო  2010  წელს, 7 ბალიანი მიწისძვრის შედეგად დაღუპულ 300 000 ადამიანს.

 პრეზიდენტი მიშელ მარტელი პორტ-ო-პრენსის ჩრდილოეთით მდებარე სასაფლაოს ესტუმრა, სადაც მასობრივად არიან დარკძალულნი ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ბუნებრივი კატასტროფის მსხვერპლნი.

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, რომელიც მემორიალურ ცერემონიაზე იმყოფებოდა, მოგვიანებით დაესწრო გაეროს პერსონალის ხსოვნის ღონისძიებას, რომლებიც ასევე მიწისძვრას შეეწირნენ.

მიუხედავად მილიარდობით დოლარის დახმარებისა, შეწირულობისა თუ დაპირებისა, მრავალი ჰაიტელი ამბობს, რომ ისინი ჯერ კიდევ ვერ ხედავენ აღდგენისა და რეკონსტრუქციის ხელშესახებ ნიშნებს.        

კომენტარები