მეკობრეობა

ტყვეობიდან გათავისუფლებული მეზღვაურები სამშობლოში ბრუნდებიან

სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან გათავისუფლებულ ქართველ მეზღვაურებს  სტამბულში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  და  თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიბ ერდოღანი  დახვდნენ.   მეზღვაურები კენიიდან სტამბულში ქართული დელეგაციის  თანხლებით ჩავიდნენ. ისინი  თურქეთიდან სამშობლოში პრეზიდენტთან ერთად, დღესვე,  დაბრუნდებიან.  მეზღვაურებს ახლობლები ბათუმში ელოდებიან.

15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაური სომალელი მეკობრეების ტყვეობაში თითქმის წელიწადნახევრი  იმყოფებოდნენ. ტყვეობიდან მეზღვაურების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია 8 იანვარს გავრცელდა. ოფიციალური ინფორმაციით, გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს კენიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებების პროცესში ის  პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელის სტატუსით სარგებლობდა.

 

კომენტარები