ქართუ ჯგუფის წარმომადგენლები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ აცნობეს, რომ საქართველოში შემომავალი ქართუ ჯგუფის ტვირთი ორი თვეა საბაჟოს „წითელ ზონაში“ ხვდება და იქ დეტალურ შემოწმებას გადის . ქართუ ჯგუფი ირწმუნება, რომ თუ ოქტომბრამდე ტვირთის დეტალური დათვალიერება 5-10 პროცენტის შემთხვევაში ხდებოდა, ამჟამად კი ასეთ შემოწმებას ტვირთის თითქმის 100 პროცენტი გადის . ქართუ ჯგუფის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე აღნიშნეს ისიც, რომ დეტალური შემოწმებისას ტვირთის ნაწილი ზიანდება , რის გამოც მიღებული ზარალი უკვე ნახევარ მილიონს შეადგენს. ჯგუფის წვერები შენიშნავენ, რომ ტვირთებზე კონტროლის გაძლიერება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კუთხით გააქტიურებას დაემთხვა.
tbl.ge/wfn
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- ხელმძღვანელობის 10 წლის თავზე, ტიმ ქუქმა ანაზღაურების სახით ეფლის 5 მლნ აქცია მიიღო
- კობახიძე: ხშირად არის შემთხვევები, როცა ბიზნესი გარკვეულ კანონპროექტს ლობირებს
- ამაზონმა საკულტო Metro-Goldwyn-Mayer-ი $8.45 მილიარდ დოლარად იყიდა
- ქართული სტარტაპი – Pulsar AI – რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარად გაიყიდა
- პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, Apple-ის მოგება გაორმაგდა




