გამოფენა

„ნაქარგობისა და ქსოვილების ახალი სიცოცხლე“

დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში იხსნება გამოფენა, სახელწოდებით „ნაქარგობისა და ქსოვილების ახალი სიცოცხლე“.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 100–მდე ნაქარგობა და ქსოვილი, რომელთაც ეროვნული მუზეუმის ორი თაობის შრომის შედეგად დაუბრუნდათ ხელმეორე სიცოცხლე.

ნამუშევრები, რომლებიც ხვალ გამოიფინება, ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი.

გამოფენაზე, დამთვალიერებლებს მიეცემათ საშუალება რესტავრაციის პროცესის ამსახველ ფოტომასალასაც გაეცნონ.

ქართული მხატვრული ნაქარგობა, შუა საუკუნეების ხელოვნების ერთ–ერთი უძველესი დარგია, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ნაქარგობებისა და ქსოვილების ფონდში დაცულია ეროვნული თავისებურებებით გაჯერებული, მსოფლიო დონის ხელოვნების ნიმუშები, რომელთან გამორჩეული ადგილი უკავიათ კულტურულ მემკვიდრეობაში.

 

გამოფენა 2012 წლის 5 თებერვლამდე გაგრძელდება.

მისამართი: გუდიაშვილის 1

 

კომენტარები