გამოფენა

გამოფენა „გალერეა 9“ – ში

„გალერეა 9“ ვიკა ბერიშვილის პირველ პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს, სახელწოდებით „თოვლის ქვეყანა“.

ნამუშევრები იაპონელი მწერლის, იასუნარი კავაბატას ნაწარმოებების მიხედვით არის შექმნილი.

იაპონელი მწერლის რომანის „თოვლის ქვეყანა“, პერსონაჟები ვიკა ბერიშვილის წარმოდგენაში თავისებური შთაბეჭდილებებითაა აღქმული და საინტერესო კონცეფციით არის გადმოცემული.

გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის 25 ნამუშევარი, ფერწერა და გრაფიკა.

„თოვლის ქვეყანა“ გალერაეში 29 დეკემბრამდე გასტანს.

მისამართი: გუდიაშვილის 9

 

კომენტარები