დნესტრისპირეთი

კრემლის კანდიდატმა არჩევნები წააგო

დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალურმა სარჩევნო კომისიამ „საპრეზიდენტო“ არჩევნების მეორო ტურის ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა. 25 დეკემბერს გამართულ არჩევნებში გამარჯვება მოძრაობა ვოზროჟდენიე-ს ლიდერმა ევგენი შევჩუკმა მოიპოვა. მან ხმათა 73 პროცენტზე მეტი მიიღო და დაამარცხა ანატოლი კამინსკი, რომელიც კრემლის ღია მხარდაჭერით სარგებლობდა.

გამარჯვებულმა კანდიდატმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ახალ წლამდე შეუდგება. მისი თქმით, იგი გააგრძელებს მოლაპარაკებებს მოლდოვასთან კონფლიქტის დარეგულირების მიზნით და პრიორიტეტს რუსეთთან ურთიერთობებს მიანიჭებს.

 

კომენტარები