შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურმა 2011 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა

დღეს სასტუმრო რადისონში შემოსავლების სამსახურმა 2011 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა და საზოგადოებას სამსახურის ახალი ლოგო წარუდგინა. "2011 წელი შემოსავლების სამსახურისთვის მეტად მნიშვნელოვანი წელი იყო. შემოსავლების უფროსის ჯაბა ებანოიძის განმარტებით 2011 წელს განხორციელდა ძალიან ბევრი ცვლილება მცირე მეწარმეებთან მიმართებაში. ასევე, დაინერგა საგადასახადო ოფიცრის ინსტიტუტი და ალტერნატიული აუდიტი. გამარტივდა საბაჟო და ტვირთების გაფორმების პროცედურები. შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ მარტივი, გამჭვირვალე, სამართლიანი, მიუკერძოებელი – ეს ის მთავარი მესიჯებია, რომლითაც შემოსავლების სამსახური გადამხდელებთან ურთიერთობისას ხელმძღვანელობს. ახალ ლოგოში ლურჯი და მწვანე ფერი ნდობის, სტაბილურობის, სიძლიერის, გამჭვირვალობის და ბალანსის აღმნიშვნელია, რაც შემოსავლების სამსახურის საქმიანობის მთავარი მიზანია.

როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, სამსახური 2012 წლის განმავლობაშიც გადამხდელებისთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე და მომსახურეობის გამარტივებაზე იქნება ორიენტირებული.

 

კომენტარები