მსოფლიო კრიზისიდან 3 წლიანი პაუზის შემდეგ ისრაელის კაპიტალი აღმოსავლეთ ევროპაში თბილისში განხორციელებული ინვესტიციით დაბრუნდება. დღეს თბილისის ცენტრში, გუდიაშვილის 3 ნომერში საფუძველი ჩაეყრება თანამედროვე არქიტექტურის 5 ვარსკვლავიანი, 60 აპარტამენტიანი სასტუმრო Rixos Residence-ის მშენებლობას. სასტუმროს პირველ 2 სართულზე განთავსებული იქნება მსოფლიოში აღიარებული ბრენდების 34–მდე ბუტიკ–მაღაზია. მათ შორის ისეთი ბრენდები როგორიცაა: Dior, Boss, Stella McCartney. ასევე, სასტუმროს პირველ სართულზე განთავსებული იქნება მუზეუმი. ისრაელი-საქართველოს სავაჭრო პალატის ხელმძღვანელისა და კომპანია სიტი M-ის დირექტორის იციკ მოშეს განმარტებით სასტუმროს მშენებლობისათვის 15 მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდება. Rixos Residence-ის მშენებლობა 2012 წელს განახლდება და მშენებლობა 2013 წლისთვის დასრულდება.
სასტუმროს მართვას ცნობილი თურქული სასტუმროების ბრენდი Rixos–ი განახორციელებს. სასტუმროების მენეჯმენტ ჯგუფი Rixos-ი 10 წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს და ათეულობით სასტუმროს მართავს, მათ შორის თურქეთში.




