პრეზიდენტის

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ტრამპი საქართველოში ნამდვილად ჩამოდის

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამერიკელი მილიარდერის, დონალდ ტრამპის საქართველოში ვიზიტის თარიღს არ აკონკრეტებს. პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა  მანანა მანჯგალაძემ დღევანდელ  ბრიფინგზე განაცხადა,რომ დონალდ ტრამპი საქართველოში ნამდვილად ჩამოდის, თუმცა ვიზიტის ზუსტი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი საქართველოში 17 დეკემბერს უნდა ჩამოსულიყო , ის ბათუმში "ტრამპ თაუერის" მშენებლობის გენერალური გეგმის პრეზენტაციას უნდა დასწრებოდა,  თუმცა  ტრამპის ვიზიტი გადაიდო.

 

კომენტარები