სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის ანალიტიკოსების გადაწყვეტილებით, რეიტინგები გაეზარდა სამ ქართულ ბანკს: პროკრედიტ ბანკი- საქართველოს , საქართველოს ბანკს და ვითიბი ბანკი ჯორჯიას. Fitch-ის მიხედვით, სამივე ბანკის პროგნოზი „სტაბილურია". სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს ბანკს რეიტინგი „B+"-დან „BB-"-მდე, ხოლო „პროკრედიტ ბანკი- საქართველოს" და „ვითიბი ბანკი ჯორჯიას" რეიტინგები „BB-"-დან „BB"-მდე გაუზარდა.
სარეიტინგო სააგენტო Fitch–მა რამდენიმე დღის წინ საქართველოს მაჩვენებელი “B+“–დან “BB-” – მდე გაზარდა. სააგენტოს განმარტებით, ეს მაჩვენებელი ასახავს საქართველოს გაუმჯობესებულ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, ქვეყნის მიღწევებს ეკონომიკური ზრდის კუთხით, პროგრესს ფისკალური დეფიციტის მოთოკვაში.




