ქართული ავიაბაზარი

ავიაკომპანია Flydubai სატვირთო რეისებს იწყებს

2012 წლის 1 იანვრიდან დუბაის დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანია flydubai სატვირთო რეისებს იწყებს. ავიაკომპანიის ტვირთების გადაზიდვის სერვისი 46 მიმართულებით იფუნქციონირებს. კომპანია გადაზიდავს მალფუჭებად, ელექტრონულ, საფეიქრო-ტექსტილურ, ფარმაცევტულ, საფოსტო და სხვა ტვირთებს. ავიაკომპანიის გათვლებით, დსთ-ს ქვეყნებში განსაკუთრებული მოთხოვნით ისარგებლებს ავტონაწილები, ხელნაკეთი ნივთები კატმანდუდან. ხილ-ბოსტნეული ბაჰრეინის, ომანის, ქუვეითის ყატარის და საუდის არაბეთის ქვეყნებისთვის. Flydubai–ში ვარაუდობენ, რომ კომპანია ყოველთვიურად 1500 ტონა ტვირთს გადაზიდავს ყოველთვიურად. ავიაკომპანიაში განმარტავენ, , რომ მათ მიზანია დუბაიში და დუბაის გავლით სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების გამარტივება.

flydubai დუბაის მთავრობამ 2008 წელს დააფუძნა. კომპანია ფრენებს 40-ზე მეტი მიმართულებით ახორციელებს, მათ შორისაა ბაქო და ერევანი. 4 ნოემბერს ავიაკომპანიამ თბილისი–დუბაის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა.

 

კომენტარები