დღეს, 16 დეკემბერს ართთაიმმა მედიის წარმომადგენლებისათვის აქცია გამართა, რათა ჟურნალისტებისათვის გაეცნო ახალი კოლექცია და ამავდროულად პეკინის 24 ა-ში გახსნილი მაღაზიის პრეზენტაცია მოეხდინა.
კომპანია ართთაიმი ისეთი შვეიცარული საათების წამყვან მწარმოებელთა ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში, როგორიცაა:Flik Flak, Swatch, Wenger, CK Watch & Jewelry,Breil Milano, Balmain, Valentino, Salvatore Ferragamo, Versace, Doxa, Tissot, Certina, Rado, Longines, Raymond Weil, Tag Heuer, Maurice Lacroix, Novarese & Sannazzaro, Assos და Vianna Brazil.
ართთაიმი-ს 10 თანამედროვე დიზაინის მაღაზია, უახლესი პროდუქციით და მომსახურების მაღალი დონით სულ უფრო მეტ მომხმარებელს იზიდავს და თანდათან ზრდის შვეიცარული საათების სხვადასხვა ბრენდის პოპულარობას საქართველოში.
პრეზენტაციაზე ყველა სტუმარს გადაეცა საჩუქარი: მამაკაცებს Tissot - ის საფულეები, ხოლო ქალბატონებს ამავე ბრენდის ქოლგები.





