სააგენტო ფიტჩმა საქართველოს მაჩვენებლი გაზარდა

სარეიტინგო  სააგენტო  ”ფიტჩმა” საქართველოს მაჩვენებელი გაზარდა. მაჩვენებლი რომელიც აქამდე იყო “B+“,  გახდა  “BB-”, ეს კი ”ფიტჩის” განმარტებით ასახავს საქართველოს გაუმჯობესებულ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, მის მიღწევებს ეკონომიკური ზრდის კუთხით, პროგრესს ფისკალური დეფიციტის მოთოკვაში და ა. შ. ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მოხვდა იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებმაც მოკლე დროის მანძილზე შეძლეს მნიშვნელოვნად  წაეწიათ წინ რეიტინგში.

სარეიტინგო  სააგენტომ    აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგიერთი საშინაო და საგარეო ფაქტორი მაინც  უარყოფით გავლენას ახდენს მის რეიტინგზე. ამ ფაქტორებს შორის სახელდება რუსეთთან კონფლიქტის განახლების დაბალი რისკი და შიდაპოლიტიკური საფრთხეების შესაძლო გაძლიერება 2013 წლისთვის.

 

 

კომენტარები