განათლების სამინისტრო

კონკურსის ლეონარდო და ვინჩის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში დღეს მოზარდების მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტები დაათვალიერეს და გამარჯვებული პროექტების ავტორები დააჯილდოვეს. კომისიის მიერ 4 საუკეთესო პროექტი შეირჩა, გრანპრის მფლობელი სოსო მამუკაშვილი გახდა გამოგონებისთვის ”გონიერი მზის ენერგიის მიმღები წყარო”, იგი სასწავლო-შემეცნებითი ტურით ინგლისში გაემგზავრება. პირველ ადგილზე გასული ქართულ-უკრაინული პროექტის ავტორებს გიორგი პოპოვსა და ბოგდან ეგიკოვს 5 000 ლარი გადაეცათ, მეორე ადგილზე გავიდნენ და 3 000 ლარი გადაეცათ პროექტის ”ჭკვიანი ფანჯარა” ავტორებს ავთანდილ ციცქიშვილს, ლაშა აბაშიძესა და რევაზ ჭანიძეს, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა და 2 000 ლარი ერგო მოლდოველ ვერონიკა კაზაკის. ასევე გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული პროექტების ავტორებიც. გამოფენის ყველა მონაწილე კი, პორტატული კომპიუტერით დაჯილდოვდა.

კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ წელს მეორედ ჩატარდა. ამის მიზეზი ის გამოხმაურება და დიდი ინტერესია, რომელიც ამ კონკურსმა მოიპოვა, იგი უკვე გაცდა საქართველოს ფარგლებს და საერთაშორისო მასშტაბი მიიღო. კონკურსში საქართველოს მოსწავლეებთან ერთად სხვა ქვეყნების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოზარდებიც ჩაერთვნენ.

კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი” მიზანი იყო მოსწავლეებში სწავლის დონის ამაღლება, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოზარდების ინტერესის გაღვივება, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებული მოზარდების გამოვლენა.

 

კომენტარები