გამოფენა

თენგიზ ჭოლოკავას პერსონალური გამოფენა

დღეს, 15 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ თენგიზ ჭოლოკავას რიგით მეორე პერსონალურ გამოფენას.

პანორამები, ადამიანები, ფრინველები, ცხოველთა სამყარო, იმპრესიონისტული კომპოზიციიდან, ნატურმორტის ორიგინალურ, სამკუთხედის ფორმაში მოთავსებულ სერიამდე, ახალგაზრდა მხატვრის ცვალებად განწყობას მისდევს მის შემოქმედებას ფეხდაფეხ.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები სხვადასხვა პერიოდშია შექმნილი.

თენგიზ ჭოლოკავას პირველი პერსონალური გამოფენა 2010 წელს გაიმართა და დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

ახალგაზრდა მხატვრის პერსონალური გამოფენა დღეს თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) გაიხსნება და 10 იანვრამდე გასტანს.

 

კომენტარები