ბიზნესი

McDonald's-ის კიდევ ერთი რესტორანი ბათუმში

მსოფლიო ბრენდის McDonald's ფრანჩიზას მფლობელი კომპანია "თ და კ" ქუთაისის შემდეგ  რესტორანს ბათუმის ცენტრში 2012 წლის ივნისისთვის გახსნის. "თ და კ რესტორანის" დამფუძნებლის თემურ ჭყონიას განმარტებით, ბათუმის რესტორანი უახლესი მოდელის მიხედვით აშენდება და მასში 150 ადგილობრივი მოსახლე იქნება დასაქმებული. ბათუმში რესტორნის მშენებლობა მენეჯმენტს 3 მლნ ევრო უჯდება. გარდა ამისა, 2012 წლის გაზაფხულზე  თბილისში, წერეთლის გამზირზე McDonald's-ის კიდევ ერთი რესტორანი გაიხსნება.  რესტორნის მშენებლობა დაახლოებით 3 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება. ყველა ობიექტზე იმუშავებს McDrive და თითოეული რესტორანი ექსკლუზიური დიზაინის იქნება.

"მაკდონალდსის" პირველი რესტორანი სამხრეთ კავკასიაში საქართველოში 1999 წელს გაიხსნა. ამ დროისთვის "McDonald's–საქართველოს" 4 ფილიალი გააჩნია, აქედან სამი თბილისში (მარჯანიშვილისა და რუსთაველის მეტროებთან, სასტუმრო "აჭარასთან") და ერთი ქუთაისში. 

კომენტარები