ქართული „ფორბსი“ 5 დეკემბერს გამოვა

ქართული „ფორბსის“ პირველი ნომერი 5 დეკემბერს გამოვა. „ფორბსის“ ქართული გამოცემის რედაქტორის რევაზ საყევარიშვილის განცხადებით,  ჟურნალი 140–გვერდიანი იქნება. ჟურნალის ერთი ნაწილი ქართულ ინფორმაციებს, ხოლო მეორე საერთაშორისო ამბებს დაეთმობა. ქართული „ფორბსის“ პირველი ნომრის ყდაზე მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ბილ გეითსი იქნება გამოსახული. ჟურნალი ყოველთვიურად გამოვა და მისი ფასი 10 ლარი იქნება

ჟურნალი „ფორბსი“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული ბიზნეს–გამოცემაა. ჟურნალი 1917 წელს დაარსდა. 

კომენტარები