პრეზიდენტის პრეს–სპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით დეკემბერსა და იანვარში საქართველოში ჰოსპიტალური რეფორმის ფარგლებში 40 ახალი საავადმყოფო ამოქმედდება. მისი განმარტებით, ახალი საავადმყოფოები თანამედროვე ტექნიკით იქნება აღჭურვილი და ორიენტირებული იქნება ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე. მანჯგალაძის ცნობით, ჰოსპიტალური რეფორმის ფარგლებში ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 50-ზე მეტი კლინიკა უკვე ფუნქციონირებს.
ჰოსპიტალური პროექტის მიხედვით საქართველოს მასშტაბით 2013 წლამდე სულ 150 ახალი საავადმყოფოს გახსნაა დაგეგმილი.




