ქუთაისში მთავრობის სახლი გაიხსნა. ახალი შენობა პრეზიდენტმა მთავრობის წევრებთან და პარლამენტარებთან ერთად დაათვალიერა. პრეზიდენტის დავალებით ყოველი მესამე და მეოთხე მთავრობის სხდომა ქუთაისში უნდა გაიმართოს. ქუთაისში დღეს მხარეთმცოდნეობის ახალი მუზეუმიც გაიხსნა. 26 მაისიდან ამ ქალაქში სამუშაოდ გადავა საქართველოს პარლამენტი. ქუთაისში ,კოპიტნარში , აეროპორტის რეაბილიტაციაც დაიწყო. სამუშაოები ჰოლანდიური კომპანიის პროექტით ხორციელდება, პროექტის თანახმად ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სიგრძე 2 კილომეტრი იქნება. რეაბილიტირებული აეროპორტი მომავალი წლის გაზაფხულზე გაიხსენება. ” ქუთაისს ნამდვილი საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურება, საიდანაც განხორციელდება ფრენები: ქუთაისი-ლონდონი, ქუთაისი-მიუნხენი, ქუთაისი-ნიუ-იორკი და ასე შემდეგ”-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. კოპიტნარის აეროპორტის მშენებლობის გახსნაზე. მისი თქმით, როცა ქუთაისის აეროპორტი გაიხსნება, ავტობანი თბილისი-ქუთაისიც შევა უქსპლუატაციაშიც, მგზავრთა ნაკადი თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან ქუთაისში გადმოვა, შედეგად თბილისის აეროპორტს ტარიფების დაწევა მოუწევს.
tbl.ge/k6g
დაკოპირდა




