შეწყალება

23 ნოემბერს პრეზიდენტი პატიმრებს შეიწყალებს

23 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი პატიმრებს შეიწყალებს. შეწყალების კომისიამ მას 100-მდე პატიმრის შეწყალების რეკომენდაცია მისცა. კომისია დღეს იყო შეკრებილი. სხდომის დასრულების შემდეგ სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კომისიამ 280  პატიმრის საქმე განიხილა და შეწყალების რეკომენდაცია  1/3-ს მისცა, მათგან 10 ქალია და ერთი არასრულწლოვანი. ” აქცენტი გაკეთდდა მსუბუქ დანაშაულზე და იმ პატიმრებზე , რომელთა გათავისუფლებაც საზოგადოებისთვის საშიში არაა.”-აღნიშნა გიორგი ტუღუშმა. 

კომენტარები