იტალია

იტალიის ახალი პრემიერი ფინანსთა მინისტრობას შეითავსებს

იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრი მარიო მონტი  მომავალ მინისტრთა კაბინეტში  ფინანსთა მინისტრიც იქნება. ამის შესახებ მონტიმ  დღეს , მაშინ განაცხადა, როცა იტალიის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა დაადასტურა. იტალიის ახალი მთავრობის ფორმირება უახლოეს მომავალში იგეგმება. უკვე ცნობილია  რამდენიმე  კანდიდატურის ვინაობაც.

 მარიო მონტი, ერთ-ერთი ავტორიტეტული იტალიელი ეკონომისტია. იტალიის პრემიერის პოსტზე მან სილვიო ბერლუსკონი შეცვალა.

იტალიის ახალი მინისტრთა კაბინეტის მთავარი ამოცანა  იქნება  საფინანსო-ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება, რომლის წინაშეც იტალია აღმოჩნდა.  

კომენტარები