აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა ავსტრალიას ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. მან ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, ჯულია ჯილარდთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მხარეებს შორის სამხედრო თანამშრომლობა გაღმავდება. შეთანხმების მიხედვით, მომავალ წლისთვის 250 საზღვაო ხომალდი ავსტრალიის ჩრდილოეთში განთავსდება. მომავალი ხუთი წლის განმავლობაში მათი რაოდენობა 2 500-მდე გაიზრდება.
ობამამ მიღწეულ შეთანხმებას წყნარი ოკენის უსაფრთხოების უზრუნველყობისთვის ,,განსაკუთრებულად მნიშველოვანი“ უწოდა.
ანალიტიკოსთა ნაწილი აღნიშნულ ქმედებას რეგიონში ჩინეთის გავლენის დაბალანსების მცდელობად მიიჩნევს.
შეთანხმებას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერიც გამოეხმაურა. ,,ამერიკული ფლოტის ავსტარლიაში განთავსება შესაძლოა არასათანადო ნაბიჯია, რომელიც რეგიონის ზოგიერთი ქვეყნის ინტერესებში არ შედის“ - განაცხადა ჩინელმა ოფიციალურმა პირმა.
ობამა ავსტრალიის პარლამენტს 17 ნოემბერს სიტყვით მიმართავს.




