აშშ-რუსეთის ურთიერთობები

მაიკლ მაკფოლი სენატის მხარდაჭერას ელის

აშშ-ს სენატში გადაიდო რუსეთში შეერთებული შტატების ელჩად მაიკლ მაკფოლის კანდიდატურის მხარდასაჭერი კენჭისყრა. მაკფოლი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ობამას მთავარი მრჩეველია,  რუსეთში აშშ-ს ელჩის პოსტზეა წარდგენილი და მას ამ ეტაპზე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მხარდაჭერის მიღება სჭირდება. მაგრამ, სენატში კენჭისყრა ”რესპუბლიკული პარტიის” წარმომადგენლის ბობ კორკერის მოთხოვნით გადაიდო.  გავრცელებული ცნობით, კენჭისყრამდე რესპუბლიკელებს სურთ ადმინისტრაციამ ისინი დაარწმუნოს, რომ არ შემცირდება აშშ-ს სტრატეგიული ბირთვული პროგრამის დაფინანსება.

 შეგახსენებთ რესპუბლიკელი სენატორი ბობ კორკერი საქართველოს უმძიმეს დღეებში,  2008 წლის აგვისტოს მიწურულს სტუმრობდა, ის  აქტიურად მონაწილეობს საქართველოს მხარდამჭერ პროცესებში. რაც შეეხება  სენატში მაიკლ მაკფოლის კანდიდატურისადმი მხარდაჭერის პრობლემას, როგორც Foreign Policy წერს რესპუბლიკელებს პრეტენზია არა აქვთ უშუალოდ მაკფოლთან,რომელიც სარგებლობს დემოკრატიისა და უფლებების დამცველის რეპუტაციით, მაგარამ აქვთ პრეტენზია ობამას ადმინისტრაციასთან . გამოცემის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, რესპუბლიკელი სენატორები უკმაყოფილები არიან იმის გამო, რომ აშშ-ს ადმინისტრაციას არ კავია მკაცრი პოზიცია რუსეთთან მიმართებით ისეთ საკითხებში როგორიცაა: მოლაპარაკებები ანტისარაკეტო თავდაცვით სისტემასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლბების დაცვის პრობლემა რუსეთში, მოსკოვის მხარდაჭერა  ირანისადმი, ასევე საქართველოს  სეპარატისტული რეგიონებისადმი ( აფხაზეთი,  სამხრეთ ოსეთი) .  

გავრცელებული მოსაზრებებით, მაკფოლის კანდიდატურას სენატში შესაძლოა პრობლემები შეექმნას, ვინაიდან სენატორები სკეპტიკურად არიან განწყობილნი რუსეთის მიმართ ობამას ადმინისტრაციის ”გადატვირთვის” პოლიტიკისადმი.

 

კომენტარები