ევროინტეგრაცია

ევროპის რვა სახელმწიფომ საქართველოს ევროინტეგრაციას მხარი დაუჭირა

ევროკავშირის წევრმა რვა სახელმწიფომ  ხელი მოაწერა მიმართვას, რომლითაც ევროკომისიას  საქართველოს ევროინტეგრაციის ხელშეწყობისკენ მოუწოდა. წერილს, რომლის ადრესატები  ევროკავშირის საგარეო  საქმეთა  უმაღლესი წარმომადგენელი, გაფართოებისა და შიდა საკითებში ევროკომისრები არიან, ხელი ევროკავშირის მინისტერიალზე 14 ნოებერს მოეწერა. მიმართვა ლიტვის ინიციატივით შემუშავდა.  მიმართვის მხარდამჭერებს შორის არიან  ბულგარეთის, უნგრეთის, პოლონეთის, ჩეხეთის  და რუმინეთის  საგარეო საქმეთა მინისტრებიც .

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, წერილში ხაზი გაესვა პროგრესს, რომელსაც    საქართველომ მიაღწია ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებათა დასაწყებად და სავიზო დიალოგის მოსამზადებლად.

ევროკავშირის წევრები მოუწოდებენ ევროკომისიას წლის ბოლომდე დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოსთან თავისუფალ ვაჭრობის შესახებ, ასევე მოახდინოს დიალოგის ინიცირება  სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ მომავალი წლის დასაწყისში.

მინისტერიალზე თავის გამოსვლაში ლიტვის საგარეო საქმეთა მინიტრმა აუდრონის აჟუბალისმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა გააღრმავონ თანამშრომლობა აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრ ქვეყნებთან, განსაკუთრებით საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან. 

კომენტარები