რუსეთ - ტაჯიკეთის ურთიერთობა

ონიშენკომ ტაჯიკეთიდან შრომითი მიგრაციის აკრძალვა მოითხოვა

რუსეთის მთავარმა  სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშენკომ მოითხოვა, სამედიცინო თვალსაზრისით   დროებით აიკრძალოს ტაჯიკეთიდან რუსეთში შრომითი მიგრაცია.  ონიშენკოს სიტყვებით, შუა აზიელი  მიგრანტები ხშირ შემთხვევაში შიდსით და ტუბერკულოზით არიან დაავადებულნი. რუსეთის მთავრმა სანიტარულმა ექიმმა განაცხადა, რომ   2010 წელს  რუსეთის ტერიტორიიდან გააძევეს ტაჯიკეთის 188 მოქალაქე  და მათგან 40 დაავადებული იყო შიდსით,   103-ტუბერკულოზით  დანარჩენი კი სხვა საშიში  დაავადების მატარებელი იყო.

რუსეთიდან ტაჯიკი მიგრანტების გაძევების კამპანიასთან დაკავშირებით  კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმაც, მან თქვა, რომ  რუსეთიდან არალეგალი მიგრანტების გაძევება არ  მოხდეს პერიოდულად , ” არამედ  მუდმივად. ”

რამდენიმე დღის წინ რუსეთში    300-ამდე ტაჯიკი მიგრანტი  დააკავეს  .  ამასთან დაკავშირებით  კი   განაცხადეს, რომ  რუსეთიდან გაძევებას ტაჯიკი მიგრანტები რუსეთში ამ ქვეყნის კანონმდებლობის დარღვევით ყოფნის გამო ექვემდებარებიან და პროცესი არ უკავშირდება დაძაბულობას, რომელიც მოსკოვსა და დუშამბეს შორის ტაჯიკეთში  2 რუსი მფრინავის დაკავებამ  შექმნა.  რუსეთის პრეზიდენტმა  ფრენის წესების  და საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის   ტაჯიკეთში   გასამართლებული რუსი  მფრინავების გათავისუფლება მოითხოვა და დაიმუქრა კიდეც,  რომ  მომხდარის გამო რუსეთი პასუხს გასცემს ტაჯიკეთს. მფრინავების  დაკავებასთან დაკავშირებით  ტაჯიკეთში წინასწარ გამოთქვეს შიში, რომ  ”მძიმე საფასურის” გადახდა ტაჯიკეთიდან რუსეთში სამუშაოდ წასულებს მოუწევდათ.  რუსეთში სეზონურ სამუშაოებს   მილიონამდე ტაჯიკი  ასრულებს, ამ ქვეყანაში მიღებული  გასამრჯელოთი ისინი ტაჯიკეთში დარჩენილ  ოჯახის წვერებს არჩენენ.

 

 

კომენტარები