სპილოები ტაილანდში დაბინძურებულ ქალაქს ალაგებენ

ასობით მოხალისემ აიუტჰაიიაში, ცენტრალურ ტაილანდში, წყალდიდობის შემდეგ დაბინძურებული ქალაქის დალაგება დაიწყო. ამ საქმეში მათ სპილოები, საკუთარი ხორთუმით ეხმარებიან.

მართალია სპილოებს არ შეუძლიათ შლანგებისა და დასუფთავებისთვის საჭირო სხვა ინსტრუმენტების გამოყენება,  მაგრამ მათი გრძელი ხორთუმი გამხმარი ხეების ამოსაღებად კარგად გამოდგება.

ხელისუფლება აცხადებს, რომ უძველესი ტაძრების აღდგენას პროვინციაში ერთ წლამდე დრო დასჭირდება. დაზარალებულია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიც.

კომენტარები