
ჩვენებაზე წარმოადგინეს ყოველდღიური და სადღესასწაულო კოლექციები, საქორწინო კაბები და ”მართლმადიდებელი პილიგრიმის კოსტუმები” - ფოლკლორის ელემენტებით. მოდელიერმა ვიაჩესლავ ზაიცევმა, რომელიც კონკურსს ესწრებოდა, დარბაზი ჩვენების დამთავრებამდე დატოვა და წარმოდგენილ კოლექციებს ”დაბალი დონის” უწოდა.





