პრივილეგიები უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის

ახალი კანონპროექტით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 8 ნოემბერს პირველი მოსმენით მიიღო, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები სპეციალური სამართლებრივი სტატუსით ისარგებლებენ. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ხანგრძლივად ცხოვრობენ უცხოეთში და ისინი, ვისაც ქართული წარმომავლობა გააჩნია, ან მისი მშობლიური ენა მიეკუთვნებოდა ქართულ-კავკასიურ ენათა ჯგუფს, გარკვეული პრივილეგიებით ისარგებლებენ.

აღნიშნული სტატუსისა და მოწმობის მქონე პირები მიიღებენ საქართველოს ტერიტორიაზე უვიზოთ შემოსვლისა და დარჩენის უფლებას 30 დღის განმავლობაში, ასევე სახელმწიფო დაფინანსებით საქართველოში განათლების მიღების შესაძლებლობას, სპორტულ შეიჯიბრებებში საქართველოს სახელით მონაწილეობის უფლებასა და სამოქალაქო რეესტრში შეღავათიანი მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობას.

კანონპროექტით 20 წლამდე უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე აღნიშნულ მოწმობას მიიღებს 3 წლით, 20-65 ასაკობრივ ჯგუფზე მოწმობა 10 წლის ვადით გაიცემა ხოლო 65-დან ზევით - უვადოდ. თუმცა პირები, რომლებზეც არსებობს სახელმწიფო ორგანოების დასკვნა, რომ ისინი საქართველოს ინტერესების საზიანოდ მოქმედებდნენ ან უსაფრთხოების დაცვის მოტივით მათთვის ასეთი სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონელია, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულის სტატუსს ვერ მოიპოვებენ.

 

კომენტარები