ხვალ, 9 ნოემბერს, 12 ნაფიცი მსაჯული დამამძიმებელ გარემოებებში გაზრახ მკვლელობისა და ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდების საქმის განხილვას დაიწყებს.
ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე უკვე შეირჩა 12 ნაფიცი მსაჯული და სამი სათადარიგო მსაჯული. მათი შემადგენლობა კონფიდენციალურია. ნაფიც მსაჯულთა უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებსა და პროცესის მონაწილეებს მსაჯულთა ვინაობის გამხელა ეკრძალებათ.
თანამედროვე ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სხდომა პირველად იმართება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, სხდომა საჯაროა და მასზე დასწრებას საზოგადოების ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს.




