გერმანიაში სიმბოლურად იხსნება ჩრდილოეთის ნაკადი

გერმანიაში ვიზიტად მყოფი რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი დღეს, გერმანიის კანცლერთან ერთად ქალაქ ლუბმინში სიმბოლურად გახსნის ”ჩრდილოეთის ნაკადის” გაზსადენს, რომელის სიგრძეც 1224 კილომეტრია და რომლის მეშვეობითად რუსული გაზი დასავლეთ ევროპას ბალტიის ზღვის ფსკერზე გავლით, პირდაპირი გზით უნდა მიეწოდოს.

””ჩრდილოეთის ნაკადი” პირადად პუტინის გამარჯვებაა. 12, 1 მილიარდის ღირებულების ეს გაზსადენი, ევროპაში აძლიერებს ”გაზპრომზე” მზარდი დამოკიდებულების შიშს. გაზპრომი ხომ ამ გაზსადენის გარეშეც ევროკავშირის მეოთხედს ამარაგებს ბუნებრივი აირით.” - წერს Christian Science Monitor და დასძენს, რომ კრიტიკოსების აზრით, ”ჩრდილოეთის ნაკადი” ბერლინის და მოსკოვის საშიშ ალიანსს უყრის საფუძველეს, რომ ზოგიერთი ანალიტიკოსი ”ჩრდილოეთის ნაკადზე” შეთანხმებას მოლოტოვ-რიბენტროპის პაკტსაც კი ადარებს. ”თუმცა, პუტინის ენერგეტიკული პოლიტიკის იარაღს- ” გაზპრომს” -აქვს თავისი სისუსტეები. ის არათუ ცდილობს მოიშორის პუტინის ენერგეტიკული იარაღის იმიჯი, ამით ტკბება და ენერგორესურსებზე რეკორდულად მაღალი ფასებით დროებით მალავს ტექნიკურ პრობლემებს, რომელიც ადრე თუ გვიან გამოააშკარავდება” - აღნიშნავს Christian Science Monitor -ი. მასში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, საბჭოთა კავშირმა 40 წლის წინ ციმბირისა და დასავლეთ ევროპის დამაკავშირებელი გაზსადენით მიიღო ვალუტის წყარო . სსრკს- დაშლის შემდეგ ,რუსეთმა დაკარგა კონტროლი ცენტრალური აზიის რესურსებზე , ასევე უკრაინის საექსპორტო მარშრუტზე და სწორედ ამ დეფიციტის აღმოსაფხვრელად ჩაიფიქრა პუტინმა პროექტი ”ჩრდილოეთის ნაკადი” , ასევე ”სამხრეთის ნაკადი” , რომელმაც შავი ზღვის გავლით უნდა დააკავშიროს რუსეთი სამხრეთ ევროპას. ” ჩრდილოეთის ნაკადი ” არ უნდა განვიხილოთ ”გაზპრომის” ძლიერების სიმბოლოდ, ესაა ენერგორესურსებზე საგარეო პოლიტიკის დაფუძნების არქაული სიმბოლო. -დაასკვნის სტატიის ავტორი ლუსიან კიმი, რომელიც წერს წიგნს პუტინის ეპოქაზე.

 

 

კომენტარები