საპროტესტო აქცია

ლეიბორისტებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს

პარლამენტის შენობასთან  "ლეიბორისტული პარტიის" საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა  პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა ოყო. მიტინგზე  150-მდე ადამიანი შეიკრიბა.

"ლეიბორისტები"  7 ნოემბერს დაუმორჩილებლობის  კამპანიის გამოცხადებას გეგმავდნენ და  მოუწოდებდნენ ოპოზიციურ პარტიებს ამ კამპანიას შეერთებოდნენ. თუმცა, მოწოდებების მიუხედავად,  დღევანდელ აქციაზე სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ გამოჩენილან. ლეიბორისტებს მხოლოდ რამდენიმე  არასამთავრობო ორგანიზაცია  შეუერთდა.  შალვა ნათელაშვილმა  დადო პირობა, რომ  ლეიბორისტების თაოსნობით საპროტესტო  გამოსვლები  გაგრძელდება.  

კომენტარები