მის მსოფლიო 2011

მის მსოფლიო 2011 ვენესუელის წარმომადგენელმა ივიან სარკოსი გახდა. 21 წლის სარკოსი მეექვსე ვენესუელელია რომელიც მსოფლიოს ულამაზეს მანდილოსნად აირჩიეს. ამ მაჩვენებლით ვენესუელა მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

 ”მის მსოფლიო" წელს 61-ედ ჩატარდა.  კონკურსს დიდმა ბრიტანეთმა უმასპინძლა. "მის მსოფლიო" სილამაზის კონკურსებიდან ყველაზე ძველია, ის 1951 წელს ბრიტანელმა ერიკ მორლიმ დააარსა. მისი პირველი გამარჯვებული შვედი კერსტინ ჰაკანსონი იყო.

 კონკურსზე საქართველოს სახელით ჟანეტ ქერდიყოშვილი გამოვიდა, რომელმაც ვერცერთ ნომინაციაში ვერ გაიმარჯვა.

კომენტარები