რუსეთის ეკონომიკა

კაპიტალის მასობრივი გადინება რუსეთიდან

რუსეთში საბანკო კაპიტალის მასიური გადინება შეინიშნება. საბანკო ანალიტიკოსების შეფასებით, ფული საზღვარგარეთ არამარტო უცხოურ კომპანიებს, არამედ მდიდარ რუსებსაც გააქვთ, რაც საკრედიტო ორგანიზაციებისთვის ლიკვიდურობასთან დაკავშირებით დაძაბულობას ქმნის. ექსპერტები  მიიჩნევენ, რომ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მოლოდინებს ვერ ქმნის მომავალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების არაოპტიმისტური პროგნოზები.

რუსეთის კორპორატიული ფინანსირების ბანკის ანალიტიკური სამსახურის უფროსმა მაქსიმ ასადჩიმ განაცხადა, რომ  რთულია იმის პროგნოზირება თუ როგორ განვითარდება მომავალში სიტუაცია. მისი განმარტებით, ქვეყნიდან კაპიტალის მასიური გადინება დაძაბულობას უკვე ქმნის.

რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილის განმარტებით, ქვეყნიდან გასული კაპიტალი 2011 წლის ბოლოსთვის 73.6 მილიარდი აშშ დოლარი იქნება. 

კომენტარები