რუსეთში სახელმწიფო დღესასწაული - სახალხო ერთობის დღე აღინიშნა. დღესასწაულმა რუსეთის სხვა და სხვა ქალაქებში ნაციონალისტების აქტივობის ფონზე ჩაიარა. მოსკოვში მოეწყო ”რუსული მარში”, მასში დაახლოებით 25 000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქციის მიმდინარეობასთან დაკავშირებით მოხდა პოლიციის მობილიზება. გავრცელდა ცნობა მოსკოვის ”რუსული მარშის” ერთ-ერთი ორგანიზატორის კონსტანტინ კრილოვის დაკავების შესახებ - ნაციონალური შუღლის გაღვივების ბრალდებით.
სახელმწიფო დღესასწაულზე ნაციონალისტებმა ”რუსული მარში” სხვა და სხვა ქალაქებში გამართეს . სარატოვში ნაციონალისტების მარშზე ისმოდა შეძახილი - რუსეთო წინ! ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი იყო - ”კმარა კავკასის კვება! ”




