ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა თავის პრეკონფერენციაზე სხვა საკითხებთან ერთად თბილისში დაგეგმილ ვიზიტზეც ისაუბრა. 9-10 ნოემბერს საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭო იკრიბება. ” ჩვენ საქართველოში ვიზიტისგან ბევრს ველით. ”ნატოს საბჭოს საბჭო თბილისში 3 წლის წინ შეიკრინა. ამ ხნის მანძილზე ვხედავთ მნიშვნელოვან პროგრესს საქართველოსა და ნატოს ურთიერთობაში, მათ შორის თავდაცვის სფეროში გატარებული რეფორმის გათვალისწინებით. თბილისში ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გამოვხატავთ მადლიერებას საქართველოს მიმართ ნატოსადმი ერთგულებისთვის, რისი დასტურიცაა მისი მნიშვნელოვანი წვლილით ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში. ” - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა. მან ხაზი გაუსვა 9-10 ნოემბერს ნატოს წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტის დიდ მნიშვნელობას. ვიზიტის ფარგლებში რიგი შეხვედრების გარდა ნატოს გენერალური მდივნის დღის წესრიგშია სიტყვით გამოსვლა თბილისის უნივერსიტეტში და შეხვედრა ავღანეთიდან დაბრუნებულ ქართველ სამხედროებთან.
ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო, გენერალური მდივანი და ნატოს წევრის სახელმწიფოების ელჩები თბილისს 2008 წლის 15-16 სექტემბერს სტუმრობდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ვიზიტს მაშინ ”არსებულ პირობებში არადროული უწოდა”. რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა: ” ვიზიტის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები ადასტურებს, რომ ნატოში კვლავ ამუშავდა ცივი ომის დროინდელი რეფლექსები პრინციპით - ჩვენიანი -სხვისიანი”. საქართველომ და ნატომ 2008 წლის 15 სექტემბერს თბილისში გააფორმეს ჩარჩო ხელშეკრულება ნატო-საქართველოს კომისიის შექმნის შესახებ.




